საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5736

ფაქტი 5736

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გენერალური სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ არდიშვილის მოხსენება, საბჭოს რწმუნებულთათვის სპეკულანტების სურსათ-სანოვაგის რეკვიზიის უფლების მინიჭებაზე. იმ შემთხვევაში, თუ სიმინდი ან სხვა სასურსათო საქონელი აღმოჩენილი იქნებოდა საზღვრიდან გასატანად, რწმუნებულებს უნდა ჰქონოდათ მათი რეკვიზიის უფლება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5736; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .