საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5897

ფაქტი 5897

1920 წლის 20 იანვარს ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის გამგემ, დეკანოზმა გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძემ ახალქალაქის პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორს სთხოვა ეშუამდგომლა მისთვის, რათა ქართული საგნების მასწავლებლად და უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში დამრიგებლად დაენიშნათ. მას მასწავლებლობის ძალიან დიდი სურვილი და გამოცდილება ჰქონდა. ასევე მისწერა, რომ ამზადებდა ნამსახურეობის სიას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5897; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .