1918 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მთავარგამგის N67 ბრძანების მიხედვით, თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებელი მიხეილ აბრამიშვილი 1-ლი ნოემბრიდან თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად გადაიყვანეს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი