საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5928

ფაქტი 5928

1918 წლის 18 ივლისს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თხოვნით მიმართავს, რომ დანიშნოს მასწავლებლად თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში. დაასრულა დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1918 წლის 26 იანვარს. შეუძლია ასწავლოს: 1.ქართული ენა და ლიტერატურა, 2.საქართველოს ისტორია, 3.მსოფლიო ისტორია, 4.ფსიქოლოგია და ლოღიკა. ასევე, ადგენს მოწმობას სასწავლებლის დაარულების შესახებ. უთითებს მისამართს : გუნიბის ქუჩა, სახლი #58. მოწმობა სასწავლებლის დასრულების შესახებ წაიღო #3 1919 წლის 7 თებერვალს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5928; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .