საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5931

ფაქტი 5931

თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის N67 ბრძანებით გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებელი მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი გადაიყვანეს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში 1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5931; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .