„საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციამ 1919 წლის 25 აპრილს განათლების სამინისტროს სთხოვა განკარგულების გაცემა, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლისთავთან დაკავშირებით, 26 მაისისთვის მიეწოდებინათ სამინისტროს ერთი წლის მუშაობის ანგარიში, რათა რედაქციას შესძლებოდა მთავრობის მოღვაწეობის აღნუსხვა. „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორის მაგიერ ვ. ნოზაძე.

წყარო: განათლების სამინისტროს მუშაობის მოკლე ანგარიში. ცნობები სამინისტროს სასწავლებელთა და სამეცნიერო დაწესებულებათა რიცხვის შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი