1919 წლის 5 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააკავა ქალაქის მილიციონერი ჭიჭიკო ლიბრაძე, ყოფილი მილიციონერი კუკულავა და ცნობილი ჯიბგირი გაბადაძე. მათ ბრალი ედებოდათ ქ. ქუთაისში და სოფელ ჭოგნარში მომხდარ ძარცვებში.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 5 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა