შროშის სამთო-მადნეულების ქარხნის ამხანაგობის გამგეობის 1920 წლის 24 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამგეობა რომელიც არსებობს 1910 წლის 19 აგვისტოდან, აცნობებს დაწესებულებათ და კერძო პირებს, რომ დირექტორი, ვ. კ. ფელდტი 26 ივნისს ამხანაგობის საქმეებში ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის დაპატიმრებულია და პასუხისგებაშია მიცემული. ქარხნის გამგე ა. პ. ზვენიგოროდსკი და იურისკონსულტი, გენერალი ანდრეევი ჩამოშორებული არიან ქარხნის მმართველობას; მის.: სადგ. ძირულა, ქარხანა „შროშა“. თბილისში, ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე კანტორა გაუქმდა.

წყარო: ერთობა, 1920 | 24 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა