1917 წლის 20 მაისს გალინა ის. ას. ქოჩიაშვილის თაოსნობით ს. სიქთარვაში მოწვეული იქნა ადგილობრივ ქალთა კრება, რომლის მიზანი იყო სოფლის ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს გ. გოჩიაშვილის ასული, მდივნად პატული შანიძის ასული, ასევე წევრები: მაჭავარიანისა, სირინო ვერულაშვილისა, ანა ცხადაძისა, ანა დევიძისა, ვერა კახიძისა, პეპელა ჯუღელისა, თათანა ამაშუკელი, თამარა პატარიძე, ნუცა შოთაძე, პისიტია კვატაია, მარო აბჟანაძე. ერთი ხმით გადაწყდა კრებაზე მამაკაცთა დაშვება. სიტყვა წარმოთქვეს: იონა მაჭავარიანმა, დავით ვახტანგის ძე კახიძემ, მოწაფემ – მირდატ გოჩიაშვილმა და მასწავლებელმა – მიხა გოჩიაშვილმა.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 25 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა