საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6390

ფაქტი 6390

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N14 დაიბეჭდა კვირიკე-ზემოხეთის ქალთა კავშირის თავმჯდომარის, ლადიკო გოგოლაშვილისას წერილი რედაქტორი მიმართ, სადაც იუწყებოდა, რომ 11 ივნისს კვირიკე-ზემოხეთის ქალთა კავშირის გამგეობამ გამართა ნინოშვილის საღამო ადგილობრივ და საჭამიასერის ინტელიგენციის დახმარებით. გამგეობას შემოსული თანხის ნაწილი უნდა გაეგზავნა ნინოშვილის ძეგლისათვის, ხოლო ნაწილი გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ და უგზავნის კიდეც 40 მანეთს გაზეთის ფონდს. მან მადლობა გადაუხადა ნინოშვილის საღამოს გამართვაში მონაწილე პირებს: თეკლე ნიკოლაიშვილისა, ტასო თევზაძისა, ვერა ბერსენაძე-გოგალაშვილისა, მარგალიტა მარშანიასა, ბაბილინა იობიძისა, ანეტა ჭიბაქუა, ანეტა თევზაძისა, კატო ცკვიტინიძე-თევზაძისა, თეკლე რამიშვილი-თევზაძისა, თეოლინე თევზაძისა, მარო თევზაძისა, ატატო ნიკოლეშვილისა, მარო ნიკოლეშვილი, ოლღა ნიკოლეშვილი, დესპინე ნიკოლაიშვილისა, მინადორა ნიკოლეშვილი, თეკლე ნიკოლეშვილისა, ირინე თავაძისა, მარინე თავაძისა, ვასასი თავაძე, ირინე მარშანია, გვალია კოტრიკაძისა, ეკატირინე კოტრიკაძისა, ბარბალე კოტრიკაძისა, შუშამა მარშანია, ედუკი კოტრიკაძისა, ნატა მჟავიასა, ატატო მჟავია. წერილში ლადიკო გოგალაშვილისა მადლობას უხდის აგრეთვე იმ პირთ, რომელთაც დახმარება აღმოუჩინეს კვირიკე-ზემოხეთის უფასო სამკითხველოს. ესენი არიან: ფეფო საბაევისა, მარია კაკაბაძისა, მინადორა ბახტაძე, თამარა ჯანელიძისა, ლიდა შათირიშვილისა, ატატო კაკაბაძისა, ეკატირინე კალანდაძე.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 13 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6390; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .