საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 643

ფაქტი 643

1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციის მოსამსახურეებმა მამი-რიზდევის საჩაიეში და მამედ-ალი-ჯაფარ-ოღლის ბინაზე აღმოაჩინეს ბანქოსი და ბაიბურთის აზარტული თამაშები, ასევე დიდი რაოდენობით უბანდეროლო ბანქოს სათამაშო ქაღალდი და მათარები ბაიბურთის სათამაშოდ. დამნაშავეები მისცეს პასუხისგებაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 643; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .