საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 645

ფაქტი 645

1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციამ ეგრეთ წოდებულ „ჟოკეი კლუბში“ ფრეილინის ქუჩაზე დაიჭირა კლუბის მეპატრონე მიხეილ ბენდერსკი და იქ მყოფი ცნობილი აფერისტები არშაკ იაკუბეკოვი და დავით ტერ-დავიდოვი. „ჟოკეი კლუბში“ მყოფი სხვა პირები მიიმალნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 645; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .