1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო ჩერქეზოვა თამარა ზახარის ასული. ის იყო ისტორიის, რუსულისა და ფრანგული ენის მასწავლებელი და თანამდებობაზე რიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან, წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 14000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 32400 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 46800 მანეთი.

წყარო: მოხსენებები სოხუმის პირველი გიმნაზიის მდგომარეობის შესახებ, წესდებები გიმნაზიის და მასთან არსებული საბავშვო ბაღის. სტატისტიკური ცნობები, ხარჯთაღრიცხვა და გიმნაზიის თანამშრომლების ხელფასის უწყისი | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი