საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6849

ფაქტი 6849

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 დაიბეჭდა ელისაბედ მამფორიას სამადლობელი წერილი, რომელშიც ის ამავე გაზეთის საშუალებით მადლობას უცხადებს მელქისედექ დიმიტრის ძე მიქელაძეს, რომელმაც კულაშის მთავარანგელოზის ეკლესიას შესწირა 100 მ. და თეატრის სახლს 100 მ., რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან კულაშის საზოგადოება და თეატრის გამგეობის წევრები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6849; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .