საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 693

ფაქტი 693

1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მირზოევის ჩიხში გრიგოლ სარქისიანცი ორი უცნობი პირის თანხლებით შეეცადა ელენა გრიგორიევის ქალის მოტაცებას, მაგრამ მეხუთე უბნის კომისრის მიერ მიღებული ზომებით სარქისიანცი შეიპყრეს, ორი უცნობი მიიმალა, ავტომობილის მძღოლი ბოგდანოვი კი სროლის დროს დაიჭრა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 693; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .