საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 698

ფაქტი 698

თევდორე იოსების ძე ასათიანი პირველად დაკითხეს 11 აპრილს. მან კითხვებს არ უპასუხა და არც არაფერი აღიარა. შემდეგი დაკითხვა მოუწყვეს 1924 წლის 17 აპრილს. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ასათიანის ერთ-ერთი მეტსახელი იყო „ილო“, ამ სახელზე იღებდა ხოლმე წერილებს ცოლისა და რძლისაგან. მისი მეგობარი, რომელსაც სწერდა ხოლმე წერილებს, იყო არალეგალურად მომუშავე პირი მეტსახელად „მათე“, დაპატიმრებული 1922 წელს და 1923 წელს გადასახლებული რუსეთში, მანამდე კი კაზანში. მეგობრის ადგილსამყოფელი ასათიანმა იმჟამად არ იცოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 698; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .