გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანში სამთავრობო კრიზისია: რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ – ნასიბ-ბეკ უსუბეკოვმა – 13 სექტემბერს გადადგომის თხოვნით მიმართა პარლამენტს, მიზეზად კოალიციურ პარტიათა შორის უთანხმოება და სამთავრობო უმრავლესობის უყოლობა დაასახელა.
წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ "– „თავისუფალი მთიელი"), №2, 1919 წლის 22 სექტემბერიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი (ტიფლისი)
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა