საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7198

ფაქტი 7198

1922 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ წერადა, რომ 13 სექტემბერს, შაბათს, თბილისში, ვერის დაღმართზე მოხდა ტერორისტული აქტი: ორი ბომბი შეუგდეს მანქანას, რომლითაც თანმხლებ პირებთან ერთად მგზავრობდა გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი – სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. აფეთქებას ემსხვერპლნენ სამნი: მძღოლი, მისი თანაშემწე და პოლკოვნიკი სელიმ ალხავი. გენერალი ბარათოვი ფეხში დაიჭრა მძიმედ, ხოლო გენერალი ოდიშელიძე – თავში. გაზეთისავე ცნობით, ოპერაციის შემდეგ ბარათოვი მომჯობინებას იწყებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7198; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .