საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7211

ფაქტი 7211

. „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1-ში გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი მკითხველს უამბობს იმ საყოველთაო განუკითხაობაზე, რომელსაც მთელი ოსეთის ტერიტორია მოუცავს: სოსლანბეკ ბიგაევის საგანგებო სადამსჯელო რაზმი, რომელიც უშუალოდ ოსეთის მმართველს ექვემდებარება, „მართლწესრიგის დამყარების“ ეგიდით ძარცვავს გადასახადებით ისედაც წელში გატეხილ მოსახლეობას. ურჩობის შემთხვევაში ცეცხლითა და ტყვიით დაუნდობლად უსწორდება ყველას - არ ზოგავს არც ქალსა და არც ბავშვს. ნაძარცვი სიმდიდრის ნაწილი საჯარო ვაჭრობით იყიდება, ნაწილი კი ოსეთის მმართველის, პოლკოვნიკ ხაბაევის სრასახლებში იდებს ბინას. კორესპონდენტი დაწვრილებით აღწერს ზამანყულში, არდონში, ელხოტოვოსა და სხვა სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მოწყობილ სასტიკ ანგარიშსწორებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7211; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .