საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7343

ფაქტი 7343

1917 წლის 12 ოქტომბერს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა, რომ 1880 წელს საფრანგეთში დაამტკიცეს კანონი ქალთა სამი ტიპის სკოლის დასაარსებლად: პირველდაწყებითი სკოლა, საშუალო სკოლა (ქალთა კოლეჯი) და სამასწავლებლო სემინარია, ამასთანავე მათ გაუღეს უნივერსიტეტის კარიც. თუმცა ფრანგულ უნივერსიტეტში ომის დაწყებამდე უფრო მეტი უცხოელი ქალი მსმენელი იყო, ვიდრე ადგილობრივი, რადგან მიუხედავად ოთხი რევოლუციისა, ძველი ტრადიციები ქალის მიმართ არ შეიცვალა, რასაც საფრანგეთის არეულობებმაც ხელი შეუწყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7343; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .