1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N31 ცნობით, მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოში პროპორშჩიკმა კრილენკომ ჯარისკაცთა უფლებების ახალი დეკლარაცია შეიტანა, რომლის თანახმად ოფიცრებს ეკრძალებოდათ ყოველგვარი განსაკუთრებული ჩინის ტარების უფლება. გუნდის შემადგენლობა არჩევითი იქნებოდა. იგეგმებოდა ხელფასების გათანასწორება.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 20 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა