1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სპეციალისტ სამთო ინჟინრებისაგან შემდგარმა კომისიამ, სამთო სამმართველოს უფროსი ინჟ. ყიფშიძის ხელმძღვანელობით, მოიარა ტყიბული ქვანახშირის მაღაროების ექსპლოატაციის პირობების შესასწავლად. იგი მოხსენებით წარდგა ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს წინაშე კომისიის მუშაობის შესახებ.

წყარო: ერთობა, 1920 | 22 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა