1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ მიწათმოქმედების სამინისტრომ საკონცესიო ხელშეკრულება დადო ა. გიზთან მდ. ტყიბულის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების შესახებ. მას მიზნად აქვს ელექტროენერგიის მიღება და გადაცემა ქუთაისის გუბერნიის იმ რაიონებში, სადაც სჭირდებათ.

წყარო: ერთობა, 1920 | 23 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა