საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7680

ფაქტი 7680

1918 წ. ქ. სამტრედიის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის გამგეობის მდივანმა ვ. მელქაძემ რედაქტორ კატო მიქელაძეს სთხოვა ამავე გამგეობის მიერ 1918 წლის 2-4 ივნისს მეომართა სასარგებლოდ გამართული „ფინჯანი ჩაის“ ანგარიშის განთავსება გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ უახლოეს ნომერში. „ფინჯანი ჩაის“ შემოწირულობა იმავე წლის 8 ივნისს გაეგზავნა სამხედრო სამინისტროს. შემომწირველები იყვნენ: კოტე კასრაძე, ელისო კალანდაძე, კლიმენტი გელეიშვილი, აკაკი კალაძე, სიმონ სპირიდონის ძე ქართველიშვილი, ვალიკო ხარებავა, დიმიტრი სტეფანიდი, მ. წერეთლისა („ფინჯან ჩაის“ გამგე), ერინი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7680; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .