საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7752

ფაქტი 7752

კატო მიქელაძის ცნობით, 1915 წელს, როცა რუსეთის საელჩოს ხარჯით ლონდონიდან საქართველოში ბრუნდებოდა პარიზელ ქართველებთან ერთად, მანქანაში მასთან ერთად ისხდნენ დ. კოპალეიშვილი და პ. იაშვილი, რომლებმაც დაიწყეს დავა საელჩოსთვის ვალის გადახდაზე. იაშვილს ეჭვი შეეპარა კოპალეიშვილის ვალის გადახდაზე, დაიწყეს ერთმანეთის ლანძღვა და საქმე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა, სანამ სხვები არ ჩაერივნენ და არ შეახსენეს, რომ მათთან ერთად ქალი (კატო მიქელაძე) იმყოფებოდა. გაბრაზებული იაშვილი მანქანიდან გადმოხტა, რის შემდეგ დ. კოპალი დაწყნარდა. საელჩოს ვალი კი ყველას გადაუხდელი დარჩა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7752; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .