საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7775

ფაქტი 7775

1920 წლის 16 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნ. არდიშვილის წერილი „დაეხმარეთ ინვალიდებს“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთიდან თბილისში ჩამოვიდა ჟენევაში მიმავალი რუსეთის ინვალიდთა საზ-ის წარმომადგენლები. დენიკინის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ისინი დაატუსაღეს და წაართვეს ინვალიდების მიერ შეგროვებული 900 გირვანქა სტერლინგი. რამდენიმე პირს დაებადა იდეა მათ სასარგებლოდ 19 ივლისს სომხურ კლუბში საღამო-კაბარე გაემართათ, რათა დახმარებოდნენ ევროპაში გასამგზავრებლად.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ერთობა, 1920 | 16 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7775; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .