საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7807

ფაქტი 7807

1920 წლის 7-8 ივნისს სოფელ ზერტში ებრაელები გაძარცვეს. ბოროტმოქმედებმა წაიღეს 67 ათასი მან. და 600 ათასი მან.-ის ფართლეულობა. სოფ. მეჯვრისხევის მილიციის უფროს ლ. კვარაცხელიას მეოხებით ქურდები მალე აღმოაჩინეს. 8 ივნისს ეჭვის საფუძველზე დააკავეს სოფელ ზერტის მცხოვრები შაქრო მირაზანაშვილი, რომელმაც დაასახელა თანამონაწილეები: აბრამა იასამანოვი (გორი), ვანო მირაზანაშვილი, არტემა ბაშარული (ხელ. რაიონი), ილიკო ბატაკაშვილი (გორი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7807; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .