1919 წლის 1-ელ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ 1911, 1912, 1913 წლებში ერევანში კერძო პედაგოგად მუშაობდა და იმავე პერიოდში სახალხო დირექტორმა ბორის იაკობის ძე ვასილიევმა მასწავლებლად მიიწვია პროგიმნაზიაში, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ იყო. აბულაძის საბუთები ე. წ. „ლექციის წიგნი" ერევნის ოლქის სახალხო სკოლების დირექციაში ინახებოდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | აკაკი გიორგის ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი