გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ა. ჯვარიშეიშვილი საერო განათლების სამინისტროს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 26 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე დაადგინა, შემდგომი წლის 12 იანვრიდან დროებით მიიწვიოს ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებლად 24 თავისუფალ გაკვეთილზე გიორგი აბულაძე, რომელსაც კიევის უნივერსიტეტში საბუნებსმეტყველო ფაკულტეტის 8 სემესტრი აქვს მოსმენილი. ამას აუწყებს ცნობის და სათანადო განკარგულებისთვის. გიმნაზიის დირექტორთან ერთად ხელს აწერს საქმის მწარმოებელი მ. რაზიკაშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი დავითის ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი