საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8032

ფაქტი 8032

1920 წლის 2 ივლისს რკინიგზის სადგურზე ქობულეთის უხუცესმა გულუ აღა კაიკაციშვილმა ქართულ ჯარს პურ-მარილი მიართვა და მიესალმა საქართველოს ისტორიული საზღვრების აღდგენას. საჩუქარი ჩამოართვა პოლკოვნიკმა სოლომონ გეგელაშვილმა. ხალხმა გამარჯვება უსურვა ნოე ჟორდანიას. მიესალმნენ საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომელმაც ბევრი დაბრკოლება დაძლია და ბათუმი და ბათუმის ოლქი უსისხლოდ შეუერთა საქართველოს; მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს მემედ აღა გოგიბერიძემ და ბათუმის ქართული გიმნაზიის მოსწავლემ, ცივაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8032; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .