1933 წლის 4 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) სტალინის რაიკომმა გამოიკვლია სოფელ დირბის პარტუჯრედის და საბჭოს მუშაობა და დაადგინა, დაეშალათ აღნიშნული ბიურო, გაერიცხათ პარტიიდან უჯრედის მდივანი ერაძე, კულაკებისადმი შემრიგებლური დამოკიდებულებისათვის. სუსტი მუშაობისათვის სამუშაოდან მოხსნეს სასოფლო საბჭოს თავჯდომარე ბაქრაძე, მას სასტიკი საყვედური გამოეცხადა.

წყარო: კომუნისტი, 1933 | 4 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა