საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8127

ფაქტი 8127

1920 წლის 13 ივნისს სოფ. ბოძგირეთში (შავშეთი) შეიჭრა „სედაი მილეთის“ მეთაური ხიძით-ბეგი ფაყვაძე (ფაღავა) შეიარაღებულთა თანხლებით, გაიგეს, რომ ადგ. შეძლებული გლეხი ყედემ აღა საიდ აღისშვილი (აღანიძე) მათი მომხრე არ არის და ორი ვაჟი დაუპატიმრეს, რომლებმაც უარი თქვეს „სედაი მილეთის“ ფრონტზე წასვლაზე და გამოსასყიდი მოითხოვეს. სოფელმა 30 ოქროთი გამოისყიდა დაჭერილები. აღანიძე ართვინიდან ბათუმში გაიქცა, რადგან ტყვედ წაყვანას უპირებდნენ და ზარალისთვის ყაჩაღების დასჯას ითხოვს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8127; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .