1919 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა საგანგებო რაზმმა სტამბა „ეკონომიაში“ აღმოაჩინა ბოლშევიკური ბროშურები, პროკლამაციები და მოწოდებები ქართულ და რუსულ ენებზე. ბროშურების რაოდენობა იყო დაახლოებით 5 ფუთი. აღნიშნულ ბროშურებს კონფისკაცია გაუკეთეს, ხოლო ავაკ აკოპოვი დააპატიმრეს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 21 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა