1917 წელს აკაკი ჩხენკელი რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა ამიერ-კავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრად (ოზაკომი), რომელმაც მეფისნაცვალი შეცვალა თბილისში. იგი განაგებდა საშინაო საქმეებს. ამავე დროს ამიერკვკასიის ანალოგიურ ორგანიზაციებში აკაკი ჩხენკელი პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი იყო. იგი რუსეთის წინასწარ პარლამენტშიც (პრედპარლამენტ) აირჩიეს.

წყარო: აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის ბიოგრაფია | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი