1921 წელს აკაკი ჩხენკელი ინიშნება სრულუფლებიან ელჩად პარიზში, რომსა და ლონდონში. მას მიანდეს საქართველოს წარმომადგენელთა ხელმძღვანელობა დასავლეთ ევროპაში. ამ წლიდანვე იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი იყო.

წყარო: აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის ბიოგრაფია | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი