1918 წლის 6 ნოემბერს თბილისის მანთაშევის სავაჭრო სკოლის უფროსს აცნობებენ, რომ მათდამი რწუნებულის სკოლის მასწავლებელი იუსტინე აბულაძე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით გაგზავნილია სომხეთში 30 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადით. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორის ნაცვლად მიქაბერიძე და საქმის მწარმოებლის ნაცვლად ძიძიგური.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი