საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8349

ფაქტი 8349

განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, რომ თბილისის გამგეობამ სახელოსნო-სასწავლებლის მასწავლებელ იუსტინე ირაკლის ძე აბულაძეს შენიშვნა მისცა, რადგან იგი გამგეობის ნებართვის გარეშე წავიდა სომხეთში, რისი უფლებაც არ ჰქონდა. გააფრთხილეს, რომ მსგავსი საქციელის გამეორების შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვდნენ. გამგეობამ განკარგულება გასცა იუსტინე აბულაძისთვის დაეკავებინათ ჯამაგირი იმ დღეებისა, რომლებიც გააცდინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8349; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .