1917 წლის 6 ივლისს ჰასან ლორთქიფანიძე აკაკი ჩხენკელს გლეხთა დეპუტატების საოლქო ყრილობაზე მისი დასწრების შესახებ სწერდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ყრილობა 15 ივლისს ქალაქ ბათუმში ჩატარდებოდა. განიხილებოდა სკოლის საკითხი ენასთან დაკავშირებით. მისი აზრით ამ გადაწყვეტილებაზე იქნებოდა დამოკიდებული აჭარლების სამომავლო ბედი.

წყარო: ჰასან ლორთქიფანიძის მიმართვა ბათუმიდან „აჭარელთა ძვირფასი მეგობრის“ აკაკი ჩხენკელისადმი, გლეხთა დეპუტატების საოლქო ყრილობაზე მისი დასწრების შესახებ | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: ბათუმი, საქართვლო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი