1917 წლის 6 მარტს ბალტიის ზღვის ფლოტის ხელმძღვანელისგან აკაკი ჩხენკელმა მიიღო ტელეგრამა, სახელმწიფო დუმის, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრისა და ფინეთის საქმეების კომისრის სკობელევის მიმართვით ხალხის მხარეს მდგარი რუსეთის ოფიცრების გათავისუფლების თაობაზე. მიმართვას ხელს აწერდა: სახელმწიფო დუმის წევრი როდიჩევი, სახელმწიფო დუმისა, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი სკობელევი, და გენერალი გულევიჩი.

წყარო: კავკასიის ფრონტის მთავარი შტაბის შეტყობინება აკ. ჩხენკელისადმი მისთვის წიგნების გადმოგზავნის თაობაზე (თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების და ყარსის ოლქის სტატისტიკური მიმოხილვები); რუსეთის „დუმის“ 1917 წლის 6 მარტის სამხედრო ხასიათის დოკუმენტები | 1917-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი