საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 840

ფაქტი 840

1918 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციის უფროსის დადგენილებით, ეზოებისა და სავაჭრო დაწესებულებათა უსუფთაოდ შენახვისათვის 500 მანეთით დააჯარიმეს თავართქილაძე, სააქოვი და სხვ., რომელთაც ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში 1 თვით ციხეში ჩასმა ემუქრებოდათ. 300 მანეთით დაჯარიმდნენ გომართელი, ადამოვი და სხვ., 100 მანეთით კიკნაძე და საპიცკი. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ უკანასკნელთ ორი თვით ციხე ემუქრებოდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 840; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .