1951 წლის 7 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს პაკისტანის სახელმწიფო წყობის შესახებ მისწერა, რომ პაკისტანი ფედერალური სახელმწიფო იყო და პრემიერი თავისი მინისტრებით კარაჩში იჯდა, პროვინციებში კი შეფ მინისტრებს საკუთარი სახელმწიფო აპარატი ჰქონდათ. მათ შორის განსხვავება ის იყო, რომ კარაჩის მინსტრთა თავმჯდომარე „პრემიერ მინისტრი“ იყო, პროვინციის მთავრობის სათავეში კი „შეფ-მინისტრები“ იდგნენ.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი 1951 | 7 ნოემბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: პაკისტანი, კარაჩაი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი