1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი აძლევს ნებართვას საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს, აწარმოოს მოლაპარაკება გერმანიის, თურქეთის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობებთან, რათა დამყარდეს მათთან ეფექტური და ხანგრძლივი საერთაშორისო ურთიერთობები. ნებართვას ხელს აწერენ: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. რამიშვილი და საქართველოს რესპუბლიკის მდივანი მ. მღვდლიევი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე რამიშვილის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისათვის მიცემული ნებართვა, აწარმოოს მოლაპარაკება გერმანიის, თურქეთის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობებთან | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი