1919 წლის 5 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტროში მიღებული ცნობების მიხედვით, სიღნაღში გარნიზონის უფროსის და სხვა თანამდებობის პირთა თანდასწრებით სისრულეში მოიყვანეს საგანგებო სასამართლოს დადგენილი სასჯელი (სიკვდილით დასჯა) ა. სარაჯიშვილის მკვლელთაგან 6 დამნაშავეზე. დანარჩენ 3-ს სიკვდილით დასჯა უვადო კატორღით შეუცვალეს.
წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 20 სექტემბერიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა