1919 წლის 27 მარტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N86 ბრძანების მიხედვით, თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის მასწავლებელ პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს სახალხო განათლების ასპარეზზე ნამსახური წლები ჩაუთვალეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი