1919 წლის 1-ელი ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა „ტიფლისკაია გაზეტა“-ში და „ნოვოსტი დნია“-ში დაბეჭდილი ყალბი ცნობების (მოხალისეთა ჯარის შავი და კასპიის ზღვებისკენ მსვლელობის შესახებ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში არევ-დარევას ემსახურება) გაცნობის შემდეგ დაადგინა, მათი გამოსვლა შეწყდეს.

წყარო: ერთობა, 1919 | 1 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა