რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ 1917 წლის 4 სექტემბერს, ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატის განკარგულებით, რაჟდენ აბულაძე სამტრედიის რკინიგზის ყოფილი ორკლასიანიდან გადაკეთებულ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დაუშვეს ამიერკავკასიის რკინიგზების სამმართველოს სამოსწავლო განყოფილების შუამდგომლობის თანახმად.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი