საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9155

ფაქტი 9155

1919 წლის 9 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზათა სასწავლო განყოფილების გამგეს მისწერა, რომ 1905 წლიდან მუშაობდა სახალხო განათლების სარბიელზე და გავლილი ჰქონდა სახალხო სკოლების ყველა საფეხური. იგი დაბლიდან უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გადარიცხეს მაშინ, როცა ორკლასიანი სასწავლებელი გარდაქმნეს უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9155; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .