საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9226

ფაქტი 9226

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მ. გ. გაჯინსკი და აღნიშნა, რომ ოტომანთა დელეგაცია მოითხოვს, უარი ითქვას ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებზე; მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი არსებითი მოლაპარაკება თურქეთთან. შედგა ოქმი,  რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9226; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .