1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ხ. ბ. ხას-მამედოვი და მოსახლეობის ნების გამოხატვის საუკეთესო გზად პლებისციტი მიიჩნია. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.

წყარო: ტრაპიზონის კონფერენციაზე მყოფი ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციის სხდომის ოქმი | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი