საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9284

ფაქტი 9284

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ უარი თქვა წოდების მიღებაზე. წოდების მიღება თუ აუცილებელი იყო, მიიღებდა მას იქ, სადაც ეტყოდნენ, მაგრამ სანამ სადმე წოდების მისაღებ კომისიებს მოაწყობდნენ, მანამდე ითხოვდა ხელახლა ეშუამდგომლა რკინიგზის სასწავლო კომიტეტს მთავარგამგესთან იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასის მოწმობა, უფლებით გათანასწორებული იყო გიმნაზიებთან და 14 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ეს ყველაფერი მას უფლებას აძლევდა წოდების ხარისხის მიუღებლად დამტკიცებულიყო უმაღლესი დაწყებითი სკოლების მასწავლებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9284; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .